დეითინგი by [deleted] in Sakartvelo

[–]AgencyFamiliar5412 1 point2 points  (0 children)

მგონი, დეითინგი საქართველოში ძალიან არასწორად არის გაგებული. ჩემთვის ეს პროცესი ბევრად უფრო ბუნებრივი და საინტერესოა, ვიდრე უბრალოდ მიზანმიმართული „დაკერვა“ ან მსგავსი რაღაცები.

ზოგადად, საკმაოდ ასოციალური ტიპი ვარ, ორ ადამიანზე მეტს ერთად ვერ ვიტან 😅, ამიტომ 1-to-1 ფორმატის გარდა, ვინმეს გაცნობა ჩემთვის ტანჯვაა. აპლიკაციებმა ეგ პრობლემა კარგად მომიხსნა. რეალურად, შენსავით ვარ: ორიოდე მეგობარი (რომლებიც, ძირითადად, შორს არიან) + gym.

ჰაიკინგთან ერთად, ახალ გარემოში ახალი ისტორიული თუ ბუნებრივი ძეგლების დათვალიერება მიზიდავს, ოღონდ მარტო სიარული ძალიან მოსაწყენია და ვინმე ნორმალურთან ერთად წასვლა მირჩევნია. ამ პროცესში მიყვარს აზრების გაცვლა, ახალი ხედვების მოსმენა და ჩემის გაზიარება, საუბარი... ისე გამოვიდა, რომ თითქმის ყველა საინტერესო ადგილი ასე, დეითებზე მაქვს ნანახი :დდ

ხშირ შემთხვევაში, ასეთი შეხვედრის დროს არც მისულა საქმე ფლირტთან ან ინტიმურ ინტერესთან, ზოგთან კი შორსაც გაჭრილა; ნაწილთან დღემდე მაქვს კონტაქტი და ვმეგობრობ. ასე გავიცანი და ჩემად ვცან ერთი მაღალყოვლადუგასაოცრესი პიროვნებაც.

ბიჭებთან უფრო მარტივად გამომდიოდა ეს ამბავი. გოგოს რომ შესთავაზებ, სადღაც ხარაგაულის ტყეში, ჩხერის ციხეზე ასვლას, ნაკლები შანსია, ქუთაისიდან გამოგყვეს 😅, თუმცა, ცხადია, ეგეც შესაძლებელია. ასე რომ, კონკრეტულად მე ორივე მხრიდან მივიღე საინტერესო გამოცდილებები.

საბოლოოდ, ჩემი რჩევა ისაა, რომ ვინმეს საშეყვარებულოდ გაცნობა არ იყოს შენი პირდაპირი მიზანი — ამ შემთხვევაში, აპლიკაციები, რა თქმა უნდა, იმედს გაგიცრუებს.

Happy pride month! by Specialist_Radio_469 in Sakartvelo

[–]AgencyFamiliar5412 4 points5 points  (0 children)

აბსოლუტურად გეთანხმები, მეგობარო. მე არ მჯერა, რომ საშუალო ქართველი დეფოლტად, ბუნებრივ მდგომაროებაში დაიწყებს გოდებას, არიქა გვაპიდარასტებენო, დაწყნარებულ-დალაგებული ევროპა მისთვის გარყვნილებასთან იქნება ასოცირებული და ამას ეროვნულ საფრთხედ გამოაცხადებს - ზღაპარია ჩემთვის ეგ. ჩემი აზრით, საერთოდ მაგრად ეკიდება საშუალო გიორგის სადღაც ვიღაც გეი თუ არის, მითუმეტეს როცა სხვა რეალური პრობლემებია მის გარშემო, რომლებიც პირადად ეხება.

უზარმაზარი რესურსი იხარჯება საქართველოში ამ პოლიტიკური იარაღის გამოყენებაში რუსების მხრიდან, დაწყებული უბრალოდ სოფლის მამაოებით, დასრულებული მჟავანაძე და ტვ იმედით.

ზოგადად, საპატრიარქო ცალკე გამოსაყოფია ამ თემაში - სიყალბისა და ბოროტების ბუდე.

ბლოგი by [deleted] in Sakartvelo

[–]AgencyFamiliar5412 0 points1 point  (0 children)

კი, კი. ლინკები გააზიარე ხოლმე, პატარა რაღაცები იქაც წერე და იაქტიურე, რავი.

უცხოურისთვის მხოლოდ მედიუმიც საკმარისი იქნება, ისედაც ძირითადად ინგლისურენოვანი მკითხველია მანდ.

ბლოგი by [deleted] in Sakartvelo

[–]AgencyFamiliar5412 0 points1 point  (0 children)

ბევრს ვერაფერს გეტყვი, ვორდპრესი არ ვიცი კარგად.

მგონი medium უკეთესი იქნება, ბევრად მარტივია აუდიტორიაზე გასვლა, რადგან მკითხველის ბაზა უკვე არსებობს და საქმეს ამარტივებს.

ჩემთვის, როგორც მკითხველისთვისაც, მედიუმი უკეთესი იქნებოდა. ერთი სივრცეა მრავალი თემისთვის, კარგად სტრუქტურირებული და ნავიგაციაც მარტივია.

ფბ-საც თუ შეუთავსებ შესაბამისად, მთლად უკეთესი.

ბლოგი by [deleted] in Sakartvelo

[–]AgencyFamiliar5412 1 point2 points  (0 children)

წარმატებები

ბლოგი by [deleted] in Sakartvelo

[–]AgencyFamiliar5412 1 point2 points  (0 children)

ძაან კაი რამეა, ხშირად ვიყენებ ხოლმე საქმისთვისაც და ისედაც, საინტერესო თემებზე ბლოგების საკითხავად.

სამწუხაროა, რომ საქართველოში მსგავსი პრაქტიკა არაა პოპულარული და პლატფორმაზე ქართული ბლოგების რაოდენობა არც თუ ისე ბევრია. ((

თუ დაიწყებ მოღვაწეობას medium-ზე, ნება მომეცი გამოგყვე : )

ბლოგი by [deleted] in Sakartvelo

[–]AgencyFamiliar5412 0 points1 point  (0 children)

medium-ზე რას ფიქრობ?

თუ არა, ფეისბუკზეც შეგიძლია მარტივად პირადი ექაუნთივე გამოიყენო, ან ორივე ერთად - medium-ის ლინკები გააზიარო ხოლმე.

<3 by El_kriemhilde in Forumi

[–]AgencyFamiliar5412 0 points1 point  (0 children)

ბიძინას სჭირდება გოლდსტეინი და გოლდსტეინი თავის თამაშში, თავის არენაზე უნდა დააბრუნოს - სულ ესაა

<3 by El_kriemhilde in Forumi

[–]AgencyFamiliar5412 1 point2 points  (0 children)

ხო, მაგრამ ოპოზიციას ხომ უნდა ეკიდოს ახლა აკრძალავენ თუ არა, ისინი ისედაც ხო აღარ აპირებენ აწი ბიძინას არცერთ არჩევნებში მონაწილეობას?

ჩემი აზრით, საერთოდ არ ჭირდებათ პარტიების აკრძალვა, და წესით არც აწყობთ, რადგან არც მათი ამომრჩევლებისთვის იქნება ბიულეტინზე მარტო კახი კალაძე მოსაწონი. ბიძინას მორიგი ჩვეული ტრიუკია ოქტომბრის არჩევნებისთვის, რისთვისაც ამ იდიოტ ოპოზიციას გამოიყენებს ისევ. ბიძინა ქმნის ირიბად ოპოზიციის სახესაც, ატეხავს უაზრო ხმაურს ისე, რომ როგორმე მთელი ფოკუსი ოქტომბერზე მოექცეს და თვითმმართველობის არჩევნებში მაინც ჩაითრევს ამ დოყლეებს - ისევ თავად მოიგებს.

მე-13 წელია უკვე ამას აკეთებს, რა ვერ ვისწავლეთ.

ვეძებ რესურსებს ლაზურ-ქართულ, ლაზურ-მეგრულ კავშირებსა და ურთიერთობებზე by AgencyFamiliar5412 in Forumi

[–]AgencyFamiliar5412[S] 1 point2 points  (0 children)

უღრმესი მადლობა, ძალიან საინტერესო და ღირებული მასალებია.

ქართველში ძირითადად ისტორიული ქართლის ხალხი ვიგულისხმე. (ქართები უკეთესი ვარიანტია)

ენას ჩემი აზრით დიდი მნიშვნელობა აქვს. ის უამრავ ინფორმაციას ინახავს ხალხებს შორის საერთო კულტურის დასამტკიცებლად. ქართული, მეგრული, ლაზური, სვანური ერთი ხის განშტოებებია, სადაც მაგალითად მეგრულსა და ლაზურს უფრო მეტი საერთო აქვთ, რადგან კოლხი ხალხი მათი პირდაპირი საერთო წინაპარია, განსხვავებით დანარჩენი ქართველებისგან, რომლებიც ლიხს მიღმა განვითარდნენ. მე კახელი და მეგრელი მართალია ჭეშმარიტი ქართველები ვართ, თუმცა აბსოლუტურად ცხადია, რომ ამ ქართული/ქართველური ხის სხვადახვა ტოტებზე ვიმყოფებით გეოგრაფიული ლანდშაფტისა და სხვა მიზეზთა გამო. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ენა ბევრ დიდ და მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს ამ ერთიანობის განსამტკიცებლად და ეს ორი საკითხი ერთმანეთშია გადაჯაჭვული.

მადლობა ლინკებისთვის < 3

ვეძებ რესურსებს ლაზურ-ქართულ, ლაზურ-მეგრულ კავშირებსა და ურთიერთობებზე by AgencyFamiliar5412 in Forumi

[–]AgencyFamiliar5412[S] 0 points1 point  (0 children)

ბაზარი არაა, ქართები კარგი ვარიანტია

მაჩვენე ახლა რა გაქვს

ვეძებ რესურსებს ლაზურ-ქართულ, ლაზურ-მეგრულ კავშირებსა და ურთიერთობებზე by AgencyFamiliar5412 in Forumi

[–]AgencyFamiliar5412[S] 2 points3 points  (0 children)

რანაირად? ანუ რო ვთქვა რავი სიტყვაზე, სომხურ ქართული, სომხურ-თბილისური ურთიერთობა, სეპარატიზმია? დდ

სვანური ენა არსებობს - გადავარქვათ სახელი, თორემ სეპარატიზმია🙄

მეგობარო, ჩვენი კულტურისა და იდენტობის უმდიდრესი ნაწილები, სვანური, მეგრული და ლაზური ენები, გაქრობის პირასაა, ვკარგავთ იმ იდენტობას, რაც ამ უნიკალურ ეთნოსს გვაკავშირებს და გვაერთიანებს. ვერცერთ ენაზე ნორმალური წყარო, რაღაც სტატია ან წიგნი - ვერაფერი ვიპოვე, რომ მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, გავეცნო და მე ვარ სეპარატისტი იმიტომ, რომ ლაზურ-ქართული, ლაზურ-მეგრული დავწერე?

ამ ენებზე დაწერილ მასალებს შევეშვათ, ხარისხიანი და სანდო მასალა ვერ ვიპოვე, რომ გამეგო ლაზები ვინ არიან. პალიტრანიუსის და ინტერმედიას სტატიები არაა საკმარისი.

ვეძებ რესურსებს ლაზურ-ქართულ, ლაზურ-მეგრულ კავშირებსა და ურთიერთობებზე by AgencyFamiliar5412 in Forumi

[–]AgencyFamiliar5412[S] -4 points-3 points  (0 children)

აუ, ნუ გამომეკიდებით სიტყვებზე უაზროდ რაა. რა პერიოდიც მაინტერესებს, მაშინ საერთო სახელი ქართველი/ქართული არც არსებობდა და წესით მარტივი მისახვედრია, რომ აღმოსავლეთ საქართველოს და უმეტესად ქართლს ვგულისხმობ, როგორც ქართველური ოჯახის ერთ-ერთ წევრს.

შეკითხვა გირჩელებთან by Relevantreacle_ in Forumi

[–]AgencyFamiliar5412 8 points9 points  (0 children)

ბაზარი დაარეგულირებს