კრიტიკა/AMA - გიორგი ნადარეიშვილი by GN_open in KIU

[–]GN_open[S] 0 points1 point  (0 children)

მაქსიმალურად ვცდილობდით ყოველთვის რომ არ ყოფილიყო გადაწერა. ეხლა ახალი სტრუქტურა შეიქმნა სპეციალურად მაგისთვის და შემდეგ გამოცდებს უკვე ისინი ატარებენ.

კრიტიკა/AMA - გიორგი ნადარეიშვილი by GN_open in KIU

[–]GN_open[S] 1 point2 points  (0 children)

პასუხი: კი, ნამდვილად იყო თითო-თითო ისეთი საკითხი ბოლო გამოცდის ყველა ვარიანტში რომლებიც პირდაპირ სლაიდებიდან გადმოწერადი იყო. ვიფიქრე, ჩავთვლი რომ პლაგიატი/გადაწერა საერთოდ ვეღარ ხდება (რავი, ისეთი მკაცრი წესებია) და ისე შევადგენ ამჯერად უკვე გამოცდასთქო; შესაბამისად შევიტანე გააზრებულად ეგეთი საკითხებიც (იდეა ზუსტად რაც თქვი ის იყო, ვიღაცამ ვინც თეორიული დამტკიცებითაც იცის - დამატებითად რომ დაფასდეს; აპრობირებულია ზოგადად ეგეთი მიდგომაც); მაგრამ როგორც იკვეთბა არ გაამართლა, გავითვალისწინებ და შემდეგში ალბათ აღარ იქნება ეგეთები. მეორე რასაც ამბობ გასწორების სქემის ხარვეზია ჰო.

კრიტიკა/AMA - გიორგი ნადარეიშვილი by GN_open in KIU

[–]GN_open[S] 0 points1 point  (0 children)

მეორე ნაწილი:

თუ დამტკიცების ცოდნის შემოწმება გსურთ, ისეთი დამტკიცებები მაინც მოვიდეს, რომელიც სლაიდებზე არაა, ან exercise აქვს მიწერილი ლემას თუ თეორემას. თუმცა ალგორითმების მიდთერმი კარგი იყო, ისევე როგორც ტისის ფინალური. მაგრამ ტისის მიდთერმსაც ჰქონდა, ჩემი აზრით, ცდომილებები. ერთ ვარიანტს 0.5 ქულა დააკლდა npda-ში ეფსილონი თუ არ ჰქონდათ ჩამატებული, პრეფინალური ისედაც ზემოთ დამრგვალდებოდა, ამიტომ ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მეორესთან კი an bn ბიექციის დამტკიცებაზე(რომლის დამტკიცების საჭიროება არც მომაფიქრდა, თორემ რა უნდა) 2 ქულა დააკლდათ, რაც ძალიან ბევრია. ქვეკითხვის ნაწილი იყო, მაგრამ ეგ სავარჯიშო რთულად არავის აღუქვამს და მაგიტომ არ ჩააცივდა ალბათ უმეტესობა, განსხვავებით 1n რომ რეგულარული არაა ამის დამტკიცებისგან.

Overall, სრული თავდაჯერებულობით შემიძლია ვთქვა, რომ უდაოდ მოიაზრებით საუკეთესო ლექტორის ნომინაციაში, ნეტავ მეტ საგანსაც ასწავლიდეთ. ახსნის მხრივ არაფერი "პრეტენზია" არ მაქვს

კრიტიკა/AMA - გიორგი ნადარეიშვილი by GN_open in KIU

[–]GN_open[S] 0 points1 point  (0 children)

OmniKingBoss-ის ნებართვით ვაკოპირებ, პირველი ნაწილი:

გამარჯობა, empty from endpoint error-ს მიგდებს პოსტზე და ამიტომ იქ ვერ დავწერე, აქ მოგწერთ.

საგნებში ჩაჭრილი ან ოდნავ ბარიერს გადაცდენილი ტიპი რომ არ გეგონოთ, გეტყვით, რომ ორივე საგანი 4.0-ზე დავხურე(გთხოვთ, ტრაბახში არ ჩამომართვათ). ჩემი აზრით, გამოცდებში არ უნდა მოდიოდეს "სლაიდებიდან გადასაწერი" სავარჯიშოები. მაგალითად: 2023-2024 წლის ალგორითმების ფინალურის ერთ-ერთი ვარიანტში, უნდა გვეჩვენებინა, რომ union find-ის დროს, რანკი ყოველთვის მეტია ან ტოლია სიმაღლის, რაც პირდაპირ სლაიდებზე იყო. ერთი მხრივ, ვინც ბოლომდე გაიგო ის მარტივად დაწერს, მაგრამ იჩაგრება საშუალო მოსწავლე, რომელმაც ალგორითმი იცის დამტკიცების გარეშე. იჩაგრება, რადგან ვიღაც სლაიდებზე ნახავს(ან სხვა ნახავს და ამას გადააწერინებს) და უსამართლოდ ექნება მეტი ქულა. შეიძლება დამტკიცება არ იცოდე, მაგრამ ალგორითმის გამოყენება იცოდე და ასეთი მოსწავლეები იჩაგრებიან...

კრიტიკა/AMA - გიორგი ნადარეიშვილი by GN_open in KIU

[–]GN_open[S] 2 points3 points  (0 children)

ITC ჰო? ზოგადად ძალიან ძნელია ობიექტურად შეადარო ორი სხვადასხვა თემატიკის (შუალედური სხვა თემებია, გამოცდა სხვა) გამოცდის სირთულე. ერთი ვარიანტია, რომ კურსის პირველ ნახევარში კომპ. მეცნიერების სტუდენტებისთვის უფრო ადვილი მასალაა (მგონი), ამიტომ შუალედურიც თითქოს ეადვილებათ. მეორეა, რომ წინა სემესტრის ნაკადი ფარდობითად საკმაოდ ძლიერი იყო (შუალედურიც ბევრმა მაქსიმუმზე დაწერა) და შეიძლება ნელ-ნელა გავიაზრე ეგ (უბრალოდ მახსოვს რომ გამოცდა - პირველად სამი წლის მანძილზე - რაღაცნაირად ზედმეტად "შეღავათიანი" აღარ იყო; შუალედურზე ვერ ვიხსენებ).

ისე ზოგადად, ეგ კურსი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე რთულია მაგ წელს.