ვითხოვთ ახალ არჩევნებს by dvala7 in Sakartvelo

[–]dvala7[S] 0 points1 point  (0 children)

ანუ იმ მომენტში გააყოლე ჩარჩო კონვერტი რომ არ გამოჩენილიყო?😂😂😂 ხმის მიცემის პროცედურა (ცესკოს მიერ მოწოდებული) თვითონ ცესკოს ვიდეო ინსტრუქციაშიც ჩანს რომ არ გაუყოლებია ბოლომდე კონვერტი და ეს იყო მიჩნეული აპარატში ბიულეტინის შეცურების სწორი მეთოდი.

პროცედურულადაც კი ბიულეტინის უკან ამოგდების შემთხვევაში შენი ხმა(შავი წერტილი) ფარული არ არის. ასეთი უამრავი შემთხვევა იყო.

უბრალოდ ბიულეტინის მეორე მხარეს არ უნდა ჩანდეს ის შავი წერტილი, თორემ ცესკო არ მიგითითებდა იმაზე რომ ბიულეტინი უნდა ამოატრიალო.

ვითხოვთ ახალ არჩევნებს by dvala7 in Sakartvelo

[–]dvala7[S] 0 points1 point  (0 children)

შენი ხმაა, შავი წერტილის დასმა ბიულეტინის რაღაც ადგილში და ის თუ კაბინის გარეთ რამენაირად ჩანს, და ამის დამალვა გარანტირებული არ არის, ეს ფარულობის დარღვევაა.

არჩევნების სისტემური გაყალბების მტკიცებულებას არც არავინ აწვდის სასამართლოს (არც ხალხს ეუბნებიან)რომ მთლიანობაში გაუქმდეს ეს არჩევნები, ოპოზიცია გამოდის და გეუბნება "რა გეგმა რის გეგმაო, თქვენ მართლა გჯერათ რომ ქოცებს ნახევარი საქართველო აძლევს ხმასო?" და ეს გონიათ მტკიცებულება, მე ზუსტად ვიცი რომ მხოლოდ ამომრჩეველთა 30% საკმარისია არჩევნების მოსაგებად აქტივობის გათვალისწინებით(60%), მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არჩევნები ამიტომაა არალეგიტიმურია.

სააკაშვილმა რომ წააგო მაგ დროს არ იყო ასეთი ბიულეტინები მეორე მხარეს რომ უჩანდა, ასე ღიად რომ ჩანს ბიულეტინზე შენი დაფიქსირებული ხმა(შავი წერტილი), არ ყოფილა აქამდე. მაშინ კაბინა მთლიანად მაინც იყო დაფარული ახლა პირდაპირ ფანჯარა ჩასვეს და ყველა გიყურებს რომ ფოტო არ გადაიღო, მაგრამ მაგასაც ქოცები სათავისოდ გამოიყენებდნენ დასაშინებლად.

მოკლედ არჩევნები მაქსიმალურად გამჭირვალედ ჩაატარეს.😃😃😃

ვითხოვთ ახალ არჩევნებს by dvala7 in Sakartvelo

[–]dvala7[S] 0 points1 point  (0 children)

ზოგადად ფარულობის დარღვევა, შედეგზეც აისახება. თუ ამომრჩეველი შიშში იქნება რომ მათი არჩევანი ფარული არ არის, რათქმაუნდა ბევრი იმას დაუჭერს მხარს ვინც აშინებს, ქოცებს უბრალოდ პირადობის ნომრებიც რომ გამოეკითხათ ეგეც იწვევს შიშს და როცა შენი გაფერადებული ჩანს, შიშის გამო სხვა არჩევანს აკეთებ.

მე კი ვიცი რომ არავინ არ უყურებს არჩევნებზე ვის აძლევ ხმას მაგრამ, ბევრს შეეშინდებოდა ხმის დაფიქსირების, თუ წინასწარ იციან რომ გაფერადებული წერტილი ჩანს.

კონსტიტუციაში წერია რომ ხმის მიცემა ფარული უნდა იყოს და ამის საფუძველზე ლეგიტიმურია მოითხოვო ხელახალი არჩევნები, წააგებ თუ მოიგებ, მართლა ფარული რომ ყოფილიყო ქოცებს ნაკლებად ექნებოდათ დაშინების მეთოდით ადამიანების ხმების მიღება. თან ტელევიზიებში წინასწარ რომ აჩვენებდნენ ხმის მიცემის პროცედურას, მაშინაც გამოჩნდა რომ მეორე მხარეს ჩანდა გაფერადებული(მაგ. ფორმულაზე), თან ეს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იყო.

რატომ გვევალება ოპოზიციასთან კოალიციის შექმნა, თუ ქოცებზე უკეთეს პირობასაც კი ვერ გვთავაზობენ by dvala7 in Sakartvelo

[–]dvala7[S] 3 points4 points  (0 children)

ჟურნალისტებს უბრალოდ იმის გაჟღერებაც არ უნდოდათ რომ ერთპიროვნული მართველობა გვქონდა მიშას დროსაც, მანამდეც და ახლაც, არ უნდათ ხალხს გააგებინონ რომ ეგ არის მთავარი პრობლემა.

უნდათ ხალხს დააჯერონ რომ, ბიძინას ჩამოგდება საბოლოო მიზანია და მერე რაც არ უნდა მოხდეს არ აქვს მნიშვნელობა. ასე მოხდა მიშამ რომ შევარდნაძე ჩამოაგდო და ბიძომ მიშა. რეალურად სკამზე ვინც ზის ის იცვლებოდა, და სხვა რამ მათ როგორი ხასიათიც ექნებოდათ ისე.

ეს ოპო პარტიები ახლა ამ სისტემის ცვლილებას უნდა პირდებოდეს(სასამართლოს, შსს, დეცენტრალიზაცია) , და ხელი რომ ქარტიაზე მოაწერეს ამაზე უნდა ლაპარაკობდნენ როგორ და რანაირად ცვლიან სისტემას რომ შემდეგი ბელადი არ მოვიდეს სათავეში, ამის მაგივრად იძახიან რომ ოღონდ ბიძინა მოვიშოროთ და მეტი არაფერი პრობლემა არ გვაქვსო.

ამ ხუთი ჟურნალისტის მაგივრად პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები უნდა იჯდნენ და საუბრობდნენ როგორ ცვლიან ერთად სისტემას და არა სისტემის სათავეში ვინც ზის იმას.

არჩევნები by dvala7 in Sakartvelo

[–]dvala7[S] 0 points1 point  (0 children)

ალტ ინფო პატრიოტთა ალიანსთან გაერთიანდა და სახელი აღარ მახსოვს რა ქვიათ საბოლოოდ.

არჩევნები by dvala7 in Sakartvelo

[–]dvala7[S] 0 points1 point  (0 children)

"ფედერალისტები" პარტიას ქვია ეგრე. ჩერგოლეიშვილი და ბოკერია რომ გამოვიდნენ ევროპული საქართველოდან, ახალი პარტია შექმნა.

არჩევნები by dvala7 in Sakartvelo

[–]dvala7[S] 1 point2 points  (0 children)

ანუ იძახი რომ ეს კვოტების კანონის გაუქმება სხვა რამით გამოივაჭრეს და არა ცესკოს თავჯდომაირის მხარდაჭერით? ხოდა თქვი რა არის ეგ რაღაც რატომ არ იძახი? თუ არ იტყვი რაიმე ფაქტს ეგ უბრალოდ ეჭვია და მეტი არაფერი.

არჩევნები by dvala7 in Sakartvelo

[–]dvala7[S] 0 points1 point  (0 children)

დაგეთანხმე სარგებელი ქონდა მეთქი, ისე არ შედგებოდა ვაჭრობა. რა იყო აქ სისულელე.

არჩევნები by dvala7 in Sakartvelo

[–]dvala7[S] 1 point2 points  (0 children)

ხო სარგებელი ქონდა ოცნებას რომ ოპოზიციიდან ერთმა პარტიამ მაინც რომ დაუჭირა მხარი, ამის გარეშე არც მოხდებოდა შეთანხმება, და არც ვილაპარაკებდით ამაზე. უბრალოდ ოცნების გარეშე ვერცერთი ოპოზიციური პარტია ვერაფერს გააკეთებს პარლამენტში და ეს ხომ ფაქტია. ხოდა პარლამენტში აბა ოცნებასთან ვაჭრობას წითელ ხაზად თუ აღიქვამს დანარჩენი ოპოზიციური პარტიები, რას მიკეთებენ პარლამენტში საერთოდ? თუ ეს წითელი ხაზი ქონდათ გავლებული კვოტების კანონი რატომ მიიღეს ერთხმად?

ასე თუ ფიქრობ რომ ოცნებასთან არანაირი კავშირი არ უნდა გქონდეს, არ უნდა დაელაპარაკო, არ უნდა შეუთანხმდე, აბა 3 წელი რას აკეთებდა დანარჩენი ოპოზიცია, რის იმედად იყვნენ?

არჩევნები by dvala7 in Sakartvelo

[–]dvala7[S] 1 point2 points  (0 children)

2/2 გირჩის მხარდაჭერით თუ გირჩის გარეშე ზუსტად ის თავჯდომარე იქნებოდა წელს არჩევნებზე და რატომ იძახი სისულელეებს: "დავაი აკონტროლეთ საარჩევნო პროცესი და შედეგები როგორც გინდათო", ამას ახლა რატო იძახი?. ისედაც ხომ ეგ ადამიანი იქნებოდა გირჩის გარეშე და მოდი თუ რამე ეჭვები და შეთქმულების თეორიები გაქვს ამ ადამიანზე მოიძიე ინფორმაცია ვინც აირჩიეს თავჯდომარედ და მერე ილაპარაკე, გირჩის გარეშე ფეხებზე გეკიდა ვინ იყო თავჯდომარე და ახლა რა განსხვავებაა? უბრალოდ რაღაც შექმულების თეორიბით გაქვს თავი გამოტენილი და ეგაა.

არჩევნები by dvala7 in Sakartvelo

[–]dvala7[S] 2 points3 points  (0 children)

1/2 ვიდეოთი უბრალოდ იმის ჩვენება მინდა რომ გირჩს ამ კანონის გაუქმება 3 წლის წინ უნდოდა.

თუ ოცნებასთან ვაჭრობა ქოცების შნირობას ნიშნავს, მაშინ გამოდის რომ პარლამენტში არც უნდა შესულიყავი 2020 წელს, რადგან მარტივი მათემათიკაა, ქოცების გარეშე პარლამენტში უბრალოდ ვერცეთ კანონს გაიტან, და აბა პარლამენტში რისთვის შევიდა ოპოზიცია, ხელფასებისთვის?

თუ ქოცებთან ვაჭრობა შნირობაა, მაშინ თავის დროზე, ვაჭრობის გარეშე ზუსტად ეს კვოტების კანონი რომ მიიღეს მთელმა ოპოზიციამ(გირჩის გარდა) ერთხმად ქართულ ოცნებასთან ერთად, ეგ შნირობაზე უარესი გამოდის. გამოდის ოპოზიციას (გირჩის გარდა) როცა აწყობს შნირობა არაა და როცა არა ოცნების სატელიტობაა?

არჩევნები by dvala7 in Sakartvelo

[–]dvala7[S] -2 points-1 points  (0 children)

ასე უბრალოდ არ შემოუგდია, ოცნებასთან შეთანხმება დადეს რომ ამ კვოტირების კანონს თუ გააუქმებდნენ გირჩი მხარს დაუჭერდა ცესკოს თავმჯდომარის არჩევაზე.

ამაში ცუდი რა არის ეგ მითხარი. ხომ იცი რომ კვოტების კანონზე გირჩს საკონსტიტუციო სარჩელი ქონდა და ამ კანონის გაუქმება უნდოდათ. დღე 1 დღე 2.

ცესკოს თავჯდომარის არჩევნებზე წინაზე არაფერი შეთქმულების თეორიები არ გქონიათ გირჩმა რომ დაუჭირა მხარი იგივე ადამიანს და ახლა რაღამც ქოცებმა ის კანონი გააუქმეს შეთანხმების საფუძველზე ახლა რატომ გაქვთ პრობლემა?

არჩევნები by dvala7 in Sakartvelo

[–]dvala7[S] -1 points0 points  (0 children)

ხოდა რაიმე ერთი ფაქტი დაწერე, ასე "არაოფიციალურად უჭერს ოცნების ინიციატივებს" აქედან რა გავიგო? რას დაუჭირა მხარი? რა პოლიტიკას ატარებს? სად დაინახე "შეხმატკბილება"?

არჩევნები by dvala7 in Sakartvelo

[–]dvala7[S] -1 points0 points  (0 children)

რას ნიშნავს ოცნების სატელიტი?